BOOK YOUR STAY
18
Jan, 2025
19
Jan, 2025
Created with Sketch. 1 Created with Sketch.
Adults
Created with Sketch. 0 Created with Sketch.
Children

Blog

Როგორ იქმნებოდა ივერია ინნ

 

 

ივერია ინნ მხოლოდ კედლები არ არის – ეს ადგილი შექმნილია ინსპირაციისთვის, პროდუქტიულობისთვის და უბრალოდ სასიამოვნო თავშესაქცევისთვის. Სასტუმროს ხელსაყრელი მდებარეობა აქვს – აჩქარებულტემპიან ვარკეთილის შუაგულში, თბილისის აეროპორტის მახლობლად. ივერია ინნ-ის შექმნას საინტერესო ამბები ახლდა, რომლებიც აუცილებლად ღირს გაცნობად.

 

Რატომ დავაფუძნეთ ივერია ინნ?

 

Სასტუმროს შექმნის მარცვალმა 2015 წლის მაისში გამოიღო ნაყოფი და ივერია ინნ-იც გაიხნსა. Ზოგჯერ საოცარია, როგორ იხლართება მომავალი წარსულში ისეთი კულტურითა და ისტორიით მდიდარ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ივერია ინნ-იც ამის მაგალითია. ინვესტორებმა (რომელთაგან ყველა ადგილობრივია), წარმოიდგინეს მიდამო, რომელიც თბილისისთვის ნამდვილი ძღვენი იქნებოდა. ჯერ კიდევ მაშინ, ვარკეთილის უბნისთვის უცხო იყო მაღალი სტანდარტის მქონე სასტუმროები. ამასთან ერთად, აეროპორტიდან მოსულ სტუმრებს უწევდათ ღამე მხოლოდ “გესთჰაუსებში” გაეტარებინათ. ამიტომ, ივერია ინნ-ის დაბადება უბრალოდ ბიზნეს იდეა არ ყოფილა; ეს უფრო მისია იყო. Მისია, ვარკეთილის სახის გაუმჯობესებისა, მისია, რომ აეროპორტთან ახლოს დახვეწილობა შემოგვეტანა და მისია, რომ აგვემაღლებინა ამ უბანში სტუმართ-მასპინძლობის სტანდარტები.

 

Რატომ ჰქვია სასტუმროს ივერია ინნ

 

დიდხანს ვფიქრობდით სახელზე, რომელიც ვარკეთილში პიონერ სასტუმროს უნდა რქმეოდა. Ბოლოს არჩევანი “ივერია”-ზე შევაჩერეთ ჩვენი საყვარელი ქვეყნისადმი პატივისცემის გამოსახატავად. თუ არ იცოდით, აღმოსავლეთ საქართველო ერთი პერიოდი სწორედ ივერიად მოიხსენიებოდა.

 

არქიტექტურა და დიზაინი

 

Სასტუმროს დიზაინის მუზა თავად ის უბანი იყო, რომელშიც იგი აშენდა. დამფუძნებლებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ივერია ინნ ვარკეთილის უბნისთვის “კლასის” შუქურა ყოფილიყო. Შენობას გარემოში დახვეწილობა უნდა შემოეტანა ისე, რომ თან არ დაეკარგა ქართული სტუმართ-მასპინძლობის სითბო. Სასტუმროს არქიტექტურული ინსპირაცია თანამედროვე, ცოცხალი შტრიხებია.

 

Სასტუმროს უნიკალურობა და სამომავლო გეგმები 

 

კახეთის გზატკეცილთან მოკალათებული ივერია ინნ თავისთან როგორც აეროპორტიდან მოსულ სტუმრებს, ისე კახეთის ტურისკენ მიმავალ მოგზაურებს იპატიჟებს. უნდა ითქვას, რომ ივერია ინნ-ის დაარსებამდე ასეთ მოგზაურებს ფაქტობრივად არ შეეძლოთ ღამე ღირსეულ ადგილას გაეტარებინათ. იმის მიუხედავად, რომ სასტუმრო ქალაქის ხმაურს მორიდებულია, იგი თბილისის ცენტრიდან მანქანით მხოლოდ 10 წუთის სავალზე მდებარეობს. Საზოგადო ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო ვარკეთილი სასტუმროს გვერდით მდებარეობს. Მისი ადგილმდებარეობა საშუალებას აძლევს სტუმრებს მიიღონ ყველაფერი თბილისისგან!

 

ივერია ინნ-ის ნამდვილი ჯადოსნურობა მის პირობაშია – მიაწოდოს სტუმარს 4-ვარსკვლავიანი სერვისი ბიუჯეტურ ფასად. Მიზანი ყოველთვის მოლოდინის გადაჭარბება იყო: შესაძლებლობა იმისა, რომ ფუფუნება ხელმისაწვდომი გავხადოთ. Მომავალი წლის დასასრულისთვის კი, სასტუმროს სპა ცენტრი დაემატება, რაც ჩვენი სტუმრების დასვენებას კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის.

 

Welcome to 4-star Hotel

iveriainn

Comment (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

18
Jan, 2025
19
Jan, 2025
Created with Sketch. 1 Created with Sketch.
Adults
Created with Sketch. 0 Created with Sketch.
Children