BOOK YOUR STAY
18
May, 2024
19
May, 2024
Created with Sketch. 1 Created with Sketch.
Adults
Created with Sketch. 0 Created with Sketch.
Children

ჩვენ შესახებ

1

ჩვენ შესახებ

სასტუმრო „ივერია ინნ“ წარმოადგენს „ინნ გრუპში“ შემავალ ერთ-ერთ 4-ვარსკვლავიან სასტუმროს თბილისში, რომელიც გაიხსნა 4 წლის წინ და მოიცავდა 71 ოთახს; ჯავშნების გაზრდის გამო,  ერთ წელიწადში ნომრების რაოდენობა გაიზარდა 95-მდე; თუმცა ეს რაოდენობაც არასაკმარისი იყო და 2019 წლის იანვრიდან დაიწყო სასტუმროს დამატებითი ნაწილის სამშენებლო სამუშაოები და ამ ეტაპზე „ივერია ინნ“ სტუმრებს სთავაზობს 195 ნომერს, ასევე მაღალი დონის საკონფერენციო და შეხვედრების დარბაზებს, დასასვენებელ და ლაუნჯ-სარესტორნო სივრცეებს.

“ივერია ინნ”  საუკეთესო არჩევანია  როგორც ტურისტების, ასევე ბიზნესმენებისა და დასასვენებლად ჩამოსული ყველა იმ სტუმრისათვის, ვინც კომფორტს სასტუმროში შემოსვლისთანავე ელის.

სასტუმრომ “ივერია ინნ”  მისი  თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინის, ხელსაყრელი მდებარეობისა და გამოცდილი თანამშრომლების გამო, უკვე მოიპოვა თბილისში ყველაზე მყუდრო, მომხმარებლის ბიუჯეტზე მორგებული სასტუმროს სახელი.

კომფორტი და სწრაფი მომსახურება გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სასტუმრო  მომავალშიც შეინარჩუნებს ამ საპატიო პოზიციას ქალაქში.

სასტუმრო გთავაზობთ 195 კომფორტულ ნომერს.  ამ ნათელ და ფართო ოთახებში ერთმანეთთანაა შერწყმული კლასიკური ელემენტები და საერთაშორისო სტანდარტები; ყველა ოთახიდან იშლება მშვენიერი სკვერის, ქალაქის ურბანული ან მთების პანორამული პეიზაჟები. გამორჩეულად თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო  უკვე გახდა თბილისის ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი.

“ივერია ინნ” მხოლოდ 7 კმ-ით არის დაშორებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ხოლო ქალაქის ისტორიული ცენტრი და ადგილობრივი ღირშესანიშნაობანი ტრანსპორტით სულ რაღაც 7 წუთის სავალ გზაზეა.

სასტუმროში დაგხვდებათ:

  • ნომრები არამწეველთათვის

  • რესტორანი "Dineinn"

  • საკონფერენციო დარბაზი

  • ინტერნეტ კუთხე "Log Inn"

  • ბუფეტის ტიპის საუზმე 07:00-დან 10:00 საათამდე

  • უფასო საერთაშორისო ჟურნალ-გაზეთები "Log Inn"-ში

  • 24-საათიანი რეცეფციის თანამშრომლები

  • აეროპორტში დახვედრა / გაცილების მომსახურება

  • ლაუნჯი "Chill Inn“

  • უფასო ავტოსადგომი

  • 24-საათიანი დაცვა

  • ნომრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუმრებისთვის

  • ტერასა "Grill Inn"

ჩვენი გუნდი

დირექტორი
ზურაბ იმნაიშვილი

გენერალური მენეჯერის მოადგილე
თეონა კოკაია
მობ. 593 11 05 50

გაყიდვების და რეზერვაციის დეპარტამენტის უფროსი
თამუნა დვალიშვილი
557 60 39 38

ოპერაციების მენეჯერი
თამარ ურუშაძე
551 00 07 32

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
გიორგი ჟორჟოლიანი
საკონტაქტო: 595 61 26 00