სასტუმრო „ივერია ინნ“ წარმოადგენს „ინნ გრუპში“ შემავალ ერთ-ერთ 4-ვარსკვლავიან სასტუმროს თბილისში, რომელიც გაიხსნა 4 წლის წინ და მოიცავდა 71 ოთახს; ჯავშნების გაზრდის გამო, ერთ წელიწადში ნომრების რაოდენობა გაიზარდა 95-მდე; თუმცა ეს რაოდენობაც არასაკმარისი იყო და 2019 წლის იანვრიდან დაიწყო სასტუმროს დამატებითი ნაწილის სამშენებლო სამუშაოები და ამ ეტაპზე „ივერია ინნ“ სტუმრებს სთავაზობს 195 ნომერს, ასევე მაღალი დონის საკონფერენციო და შეხვედრების დარბაზებს, დასასვენებელ და ლაუნჯ-სარესტორნო სივრცეებს.
“ივერია ინნ” საუკეთესო არჩევანია როგორც ტურისტების, ასევე ბიზნესმენებისა და დასასვენებლად ჩამოსული ყველა იმ სტუმრისათვის, ვინც კომფორტს სასტუმროში შემოსვლისთანავე ელის.
სასტუმრომ “ივერია ინნ” მისი თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინის, ხელსაყრელი მდებარეობისა და გამოცდილი თანამშრომლების გამო, უკვე მოიპოვა თბილისში ყველაზე მყუდრო, მომხმარებლის ბიუჯეტზე მორგებული სასტუმროს სახელი.